Monday, February 8, 2010

მიყვარხარ თავადო




Anna

რომ გაიგებ მეც გამაგებინე რა აჩოო :(

გაკოცა დღეს მარშანიამ შუბლზე? :>
19:28
acho kachashvili


არ მინახავს, შორიდან ალბათ წარმოიდგინა :D:D

19:28
Anna



აჰჰ.. დღეს აპირებდა მოსვლას და შენთან შუბლზე კოცნა და ჩქმეტები დავაბარე :D არაუშავს, იმედია რომ შეასრულებს ჩემს დანაბარებს, მომენატრე ძალიან!

13:24 (მყსპაცე) 
acho kachashvili

მიყვარხარ!

20:57

Anna

მეც ჩემო ნამდვილო ნათესავო, თან იცი როგორ? ცა ხომ იცი სადამდეა? ხოდა მაგხელაზე მიყვარხარ! :*:*

acho.. dzalian miyvarxar cota nasvami var da ravi, sheidzleba asoebs vurevv da ver vwer wesivrad, magram mtavars mainc gaigebdi imedia. gkocni bevrs da tavs gaufrtxildi . .
shen rom kargad iqnebi, mec kargad viqnebi da sheni danarcheni megobarebic, ase rom shen shen tavze zrunvit marto shen tavze ar zrunav, chvenzec zrunav..
ar moiwyino.. me sul shentan var da sul miyvarxar.. gkocni

 

.
.
.

იცი აჩო?! მე ძალიან ცუდად ვარ , ვიცი რომ არ გინდა ასე ვიყო, მაგრამ თავს ვერ ვერევი..
დილის 12 საათი.. ტელეფონის ზარი.. 'აჩო აღარ არის ' ..

ამ სიტყვებით დასრულდა ყველაფერი.. ჩემო სიცოცხლე..
მაპატიე ჩემი უყურადღებობა, გთხოვ..
უფრო მეტი ყურადღება უნდა მომექცია ბოლო პერიოდში,
უფრო ხშირად უნდა მოვსულიყავი შენთან..
მაგრამ თამაში აღარ შემეძლო აჩო.. ცრემლებს ვერ ვიკავებდი..
მე კიდევ არ მინდოდა რამე შეგემჩნია ჩემთვის..
3 თებერვალს, ანაობას წახვედი ამ ქვეყნიდან..
ვიცოდი რა სურათიც დამხვდებოდა შენთან რომ ამოვიდოდი
მაგრამ ამდენს ვეღარ წარმოვიდგენდი ..
ტირილი მინდოდა, მაგრამ ვერ ვიტირე, კანკალმა ამიტანა..
ყველა სურათი გამიცოცხლდა.. ბავშვობაში როგორ ვთამაშობდით..
მერე აივანზე რომ ვათენებდით ღამეებს ლაპრაკში..
მერე თეატრალურში ..
გახსოვს სალომეს და მარშანია ჯოკერი რომ მოვუგეთ
რა თავანი ჩავიბარეთ?..
რა ბედნიერები ვიყავით მაშინ აჩო..
ეხლა კიდევ მე ცოცხალი ვარ, თბილ სახლში..
შენ კიდევ ცივ კუბოში.. ცივი მიწა გაყრია..

სასაფლაოდან რომ ჩამოვდიოდი, არ ვიცი რატომ ამოვიხედე ზემოთ
დავინახე მესაფლავეები მიწას როგორ გაყრიდნენ.. არ მეგონა თუ არ დავეცემოდი..
დებილივით ვზივარ და ვტირი..

შენს სახლში შენი ბავშვობის სურათი რომ კიდია.. იცი როგორ ცუდ ხასიათზე მაყენებდა ყოველთვის?
ისეთი სევდიანი თვალები გაქვს იქ..

ნუგეშად შენი სპექტაკლები და ფილემბი მრჩება..
ძალიან ბევრი გაცოცხლებული სახე..

ძალიან ბევრი ჩვენი ლაპრაკი გონებაში მაქვს და არასოდეს წაიშლება..
შენ ხომ არ გინდოდა რომ შენზე მენერვიულა...

ძალიან მეამაყები.. და დღეს დასაფლავების წინ რა სიტყვებიც გითხარი, ათასჯერ მითქვამს
და დამიჯერე ათასჯერვე ნათქვამი ძალიან გულწრფელი იყო..
მაგრამ დღეს , როცა შენ აღარ იყავი და შენთვის ბოლო პატივის მოსაგებად ამდენი ხალხი მოდიოდა

ამდენი ადამიანი გულწრფელი ცრემლით გაცილებდა.. მე მართლა ძალიან ამაყი ვიყავი რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით..

მე ძალიან ამაყი ვარ და ძალიან უბედური.. იმიტომ რომ მე შენი მეგობარი იყავი..

როგორც ადრე გეუბნები თავადო, მიყვარხარ ცამდე და ცას იქით..
და სულ ასე იქნება .. ჩემი სიცოცხლის ბოლო წუთამდე..


შენ არც კი იცი ისეთი ცარიელი ვარ ეხლა..











1 comment: